პროგრამა ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშესაწყობად და გასაფართოებლად: ექსპორტთან, საექსპორტო ბაზრების მოძიებასთან და ცალკეულ პროცედურებთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევა იმ სასწავლო პროგრამის მიზანია, რომლითაც უკვე არაერთმა ქართულმა კომპანიამ ისარგებლა. საუბარია ექსპორტის მენეჯერების გადამზადების კურსზე, რომელიც ქართულ საწარმოებს ექსპორტის მენეჯმენტს, საერთაშორისო პარტნიორების მოძიებასა და სერტიფიცირების პროცესში უკეთ გარკვევას სთავაზობს.
გენო ოსიყმაშვილი დაინტერესდა, რომელი კომპანიები ჩაერთნენ პროგრამაში და რა გამოწვევების დაძლევა მოახერხეს ექსპორტის მენეჯერების დახმარებით.