ექიმების მთავარი გზავნილი - დარჩი სახლში

დარჩი სახლში, შეზღუდე კონტაქტები და დაიცავი ფიზიკური დისტანცია – ასეთია ექიმების მთავარი გზავნილი და მოწოდება მოქალაქეების მიმართ. ბოლო დღეების სტატისტიკის ფონზე, მედიკოსები გაზრდილ საფრთხეზე და რისკებზე საუბრობენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თუ შეზღუდვები და აკრძალვები მკაცრად არ იქნება დაცული, ვითარება, შესაძლოა, უმართავი გახდეს.

ხვალ დაავადების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან მერვე კვირა იწყება. ახლოვდება პიკი, ურთულესი იქნება მომდევნო ორი-სამი კვირა – ასეთია ეპიდემიოლოგების პროგნოზი. მაშინ, როცა მეოთხეული გადაცემის ფაქტები გახშირდა და დაავადების გავრცელების არეალი და სისწრაფე იმატებს, „კოვიდ-19“-ის შეჩერების ერთადერთი გზა სახლებში ყოფნა და სოციალური დისტანცირებაა.