ეპშტეინის მასალები

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი აცხადებს, რომ ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულებზე არაფერი იცოდა. ამის შესახებ კლინტონმა წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტში ჩვენების მიცემისას განაცხადა. „მე არაფერი დამინახავს და არაფერი ცუდი გამიკეთებია“, – განაცხადა კლინტონმა.

ყოფილ პრეზიდენტს ახლა ფიცის ქვეშ დაუსვამენ კითხვებს, რომლებიც ეპშტეინთან მის ურთიერთობასა და ფოტოებს შეეხება. ბილ კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მეუღლის, ჰილარი კლინტონის ჩვენების მისაცემად დაბარება არასწორი იყო. ცნობისთვის, ჰილარი კლინტონი საზედამხედველო კომიტეტში 26 თებერვალს იმყოფებოდა.