კოვიდით ბავშვთა ინფიცირების შემთხვევები მომატებულია. ციციშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ ერთი ჩვილი გარდაიცვალა. ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას „ომიკრონით“ ინფიცირებული დედა-შვილი. საავადმყოფოში სულ 70-მდე პაციენტი რჩება. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.