ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ეპიდვითარება საქართველოში – გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 53 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოვლინდა ინფიცირების 2 979 ახალი ფაქტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6,21%-ია. ბოლო 24 საათში დადასტურებული შემთხვევებიდან თბილისში აღირიცხა 1 325, აჭარაში – 229, იმერეთში – 493, ქვემო ქართლში კი 135 შემთხვევა. კიდევ 207 მოქალაქეს დაუდასტურდა ვირუსი შიდა ქართლში, გურია – 109, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 184, კახეთი – 137, მცხეთა-მთიანეთი კი 81. უახლესი მონაცემების მიხედვით, მძიმეა 1 447 პირის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 319 პაციენტი.

გახდება თუ არა „ომიკრონის“ გავრცელება საქართველოში ქვეყანაში მორიგი ტალღის დაწყების საფუძველი. ვირუსის ახალი შტამი ქვეყანაში ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ „კოვიდ-19“-ის ახალი ვარინტი მალე საქართველოშიც გამოვლინდება. ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრი და სფეროს სპეციალისტები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ანგარიშს ისმენენ.

რა საკითხებზე გაკეთდა აქცენტი და არის თუ არა რაიმე სიახლე ახალციხეში ექთნის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით – დეტალები თათია ტაბეშაძემ გაარკვია.