ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 61 მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი გახდა. დადასტურდა 4 058 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.59%-ია, რაც წინა დღეებთან შედარებით, უკეთესი შედეგია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევიდან: ყველაზე მეტი 1 550 თბილისშია გამოვლენილი. შემდეგ მოდის იმერეთი – 766 შემთხვევით და შიდა ქართლი, სადაც 354 ინფიცირებული გამოვლინდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 951-ია, საიდანაც საავადმყოფოებში 6 515 ადამიანი მკურნალობს.