საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 1 877 პაციენტი. აღსანიშნავია, რომ დღიური მაჩვენებლის ასეთი შემცირება გარკვეულწილად დაკავშირებულია კვირა დღესთან, როცა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ცოტა ტესტი გაკეთდა. შედარებით გაუმჯობესებულია დადებითობის დღიური მაჩვენებელიც, ის – 5,4%-ია. ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 264, კახეთში – 154, იმერეთში – 143.