გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ახალი ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან და ისინი საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდნენ. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ „კოვიდ-19“-ის 953 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა, მათგან ინფექცია უკვე 87 პროცენტმა დაამარცხა, შესაბამისად კოვიდის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში ახლა 108 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 24 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.