სარესტორნო ბიზნესის ნაწილის მუქარა ძალაში რჩება – შაბათს რესტორნების ერთი ნაწილი თვითნებურად მუშაობის დაწყებას აანონსებს. სფეროს წარმომადგენლები მთავარ არგუმენტად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასახელებენ და აინტერესებთ, რატომ არ ეძლევათ რეგულაციების დაცვით მუშაობის უფლება მაშინ, როცა ეს უფლება საერთოდ არ შეზღუდვია სასტუმროებში მოქმედ რესტორნებს.
ინფიცირებულთა დღევანდელი სტატისტიკა დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა. ბოლო ერთი კვირაა, დადებითობის მაჩვენებელი 4 %-ზე დაბალია, თუ ეს მონაცემი კიდევ ერთი კვირა შენარჩუნდება, ტრანსპორტისა და სკოლების ნაადრევად გახსნა დღის წესრიგში დადგება.