ენერგოომბუდსმენის განცხადება

ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებას არ ელოდება. სალომე ვარდიაშვილი სემეკთან ერთად არის ჩართული გაზის ტარიფის განხილვის პროცესში.

მისი განცხადებით, არსებული დოკუმენტაციებითა და გაანგარიშებით, ბუნებრივი გაზის საფასურის მატების საფუძველი არ არსებობს.  სატარიფო საქმის წარმოება, „თბილისი ენერეჯის“ მიმართვის საფუძველზე, სემეკმა ექვსი თვის წინ დაიწყო.