დღეიდან საქართველოში ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნება. კერძოდ, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ვაჭრობა ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობას მიიღებენ ტრეიდერები, თავისუფალი მიმწოდებლები, ელექტროენერგიის მწარმოებლები და მსხვილი/პირდაპირი მომხმარებლები. სემეკ-ის თავმჯდომარის განცხადებით, შემდეგი ეტაპები სავალდებულო დღიური ბაზარი, ბოლოს კი საათობრივი ბაზარი იქნება. დავით ნარმანიას თქმით, ვაჭრობის ახალი მოდელი ქვეყანაში ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვას გაამარტივებს.