ელმატარებლების მემანქანეებს გაფიცვა მათთვის დადგენილ სამუშაო საათებში შეეზღუდათ

ელმატარებლების მემანქანეებს გაფიცვაში მონაწილეობის უფლება მათთვის დადგენილ სამუშაო საათებში შეეზღუდათ. ასეთია სასამართლოს გადაწყვეტილება. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  2018 წლის 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადება. სასამართლო განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განცხადება. განჩინებას გამოეხმაურნენ პროფკავშირების წარმომადგენლები.