„იბერიას“ ხელმძღვანელობის შეხვედრა პროფკავშირებთან

ტელეკომპანია იბერიას ხელმძღვანელობისა და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას, რომელსაც ტელეკომპანიის გუშინ გაფიცული თანამშრომლებიც ესწრებოდნენ,  განიხილებოდა ის პრობლემები და საკითხები, რომელიც ტელეკომპანიაში ხელფასებთან დაკავშირებით იყო წარმოქმნილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შედგა შეთანხმება ტელეკომპანიის წარმომადგნელებსა და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომდგენლებს შორის, რის საფუძველზეც, კომპანიის თანამშრომლებს, დარჩენილი დავალიანებები ორ ეტაპად მიეწოდებათ. დავალიანების პირველი ნაწილი 30 მაისამდე დაიფარება, ხოლო სრულად დაკმაყოფილება 15 ივნისამდე მოხდება.

ასევე შედგა ოფიციალური ხელშეკრულება მხარეებს შორის, რის საფუძველზეც, თუ კომპანიის თანამშრომლები ერთი დღის დაგვიანებით მიიღებენ ხელფას, მათ სრული უფლება ექნებათ, რომ გაიფიცონ.

გუშინ ტელეკომპანია იბერიის ოპერატორები გაიფიცნენ, ისინი დავალიანების ანაზღაურებას ითხოვდნენ. გუშინვე მათ გაფიცვის შემდეგ სრული ხელფასი ჩაერიცხათ და დავალიანების 10 პროცენტი. ამ დროისათვის კომპანიას თანამშრომლების მიმართ 40 პროცენტიანი დავალიანება აქვს.