ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 11.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი ცხრა პროცენტით განისაზღვრა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. როგორც საქსტატში აცხადებენ, აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

კლების ტენდენცია კი მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში დაფიქსირდა.