ივლისში, საქართველოს ეკონომიკა 5.5 პროცენტით გაიზარდა – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ამასთან, საქსტატის ცნობით, პირველი შვიდი თვის მშპ-ს საშუალო მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა. რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა გადამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.