როგორია ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი უქმეებზე – ეროვნულმა ბანკმა პარასკევს გაცვლითი კურსები დაადგინა და დღეს და ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 70 თეთრი იქნება. ერთი ევრო კი 2 ლარად და 88 თეთრად შეფასდება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვრის პირველ დღეებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რყევები არ იქნება. 2023 წლის პირველ ნახევარში კი სპეციალისტები მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციის დასტაბილურებას პროგნოზირებენ. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ლარის სტაბილურობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის საერთაშორისო ფაქტორზე, სახელმწიფოს პოლიტიკასა და საზოგადოების განწყობაზე.