საქართველოს ენერგეტიკული სფეროსთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, იაფი სესხის სახით, 90 მილიონი ევრო გამოყო. თანხა პრიორიტეტების მიხედვით უკვე გადანაწილებულია. დახმარება მთლიანად ჰიდროელექტროსადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობაში დაიხარჯება.
ფინანსური რესურსი ქვეყანამ 2021 წლიდან ასამოქმედებელი იმ პროგრამის ფარგლებში მიიღო, რომელიც ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებასა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას ისახავს მიზნად. მთავრობის ვარაუდით, იბიარდის მიერ დაფინანსებული პროექტის შედეგად, ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.