ე.წ. ტერორიზმის საქმეზე ბრალდების მხარემ რვა მოწმე დაკითხა
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულების საქმეზე დღეს ბრალდების მხარემ რვა მოწმე დაკითხა. მათ შორის ის გამომძიებლები და სამართალდამცავები, რომლებიც სპეცოპერაციის დღეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მუშაობდნენ. მათ გამოძიების სხვადასხვა დეტალებზე ისაუბრეს.
პროკურატურამ სხდომაზე ალი საღინაძის მეუღლეც დაკითხა. გამოძიების ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი თანამზრახველებთან ერთად საღინაძესთან სახლში, ქალაქ ხოფაში, საქართველოში შემოსვლამდე იმყოფებიდა. მოწმემ პროცესზე აღნიშნა, რომ მან ჩატაევი ნახა, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.