ტერორიზმში ბრალდებულების საქმე

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული რამაზ მარგოშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს კიდევ ერთხელ გამოკითხეს.

კონტრტერორისტული დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მასთან კითხვები იმ ჩვენებასთან დაკავშირებით ჰქონდათ, რომელიც ბრალდებულმა სასამართლოს ორი კვირის წინ მისცა.

ადვოკატის ინფორმაციით, მარგოშივილმა სასამართლოსაც და გამომძიებლებსაც განუცხადა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთერთი ლიდერის, ახმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლის გეგმებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმირებული იყო.

რამაზ მარგოშვილი 4 პირთან ერთად პანკისის ხეობაში 2017 დეკემბრის ბოლოს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. გამოძიება მათ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავება.