ერთი წელი სპეცოპერაციიდან

ერთი წელი ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური და რეზონანსული სპეცოპერაციიდან.

2017 წლის 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაწყებული 18-საათიანი ოპერაცია ტერორისტული დაჯგუფების სამი წევრის, მათ შორის ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციით და ერთის დაკავებით დასრულდა. დაიღუპა სპეცრაზმელიც.

ამ დრომდე უცნობია, რა გეგმით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი ჩატაევის ხელმძღვანელობით ჯგუფმა, რომლის რამდენიმე წევრის მიმართ სააპელაციო სასამართლოში პროცესები ახლაც გრძელდება.

სუს-ის უფროსი დეტალების დაკონკრეტებისგან ჯერ თავს იკავებს.