ე.წ. ტერორიზმის საქმეზე მალხაზ ტოხოსაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მალხაზ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ უკვე გამოაცხადა. საუბარია სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ პირზე.

პროცესზე ტოხოსაშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. მან წარდგენილი ბრალი გააპროტესტა, ასევე აღნიშნა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არანაირი კავშირი არ აქვს.