„ძველი გზის მგზავრები“ - ქეთევან სადღობელაშვილის ფილმი

1921 წელს დამთავდა საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ისტორია და დაიწყო ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ განდევნილი ქართული პოლიტიკური და კულტურული საზოგადოების ემიგრანტული ცხოვრება ევროპაში.

პარიზული სახლების სარდაფები დღემდე ინახავს ქართველ მოღვაწეთა ბიოგრაფიებს, ფოტოებს, წერილებსა და დოკუმენტებს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლის, საქართველოს კონსტიტუციისა და დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ავტორისა და ხელმომწერის გიორგი გვაზავას უკანასკნელი შთამომავალი ქართველ ბიბლიოფილთან ერთად „ძველი გზის მგზავრების“ ისტორიას გვიამბობენ.

ფილმის ავტორი ქეთევან სადღობელაშვილი

ეპოქა