ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, საქართველოც ამ გლობალურ კამპანიაშია ჩართულია. „ევროპა დონა ჯორჯიამ“ და კავკასიის ონკოსაზოგადოებაჰოუფმა“, თბილისის საკრებულოს წევრებმა და „ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ წარმომადგენლებმა, თარიღის აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. მიზანი დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ონკოპაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა. ორგანიზატორების განცხადებით, აუცილებელია საზოგადოება იყოს ინფორმირებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბოს ნაადრევი დიაგნოსტირება.