ძიუდოისტების პროტესტი განახლდა

ძიუდოისტების პროტესტი გრძელდება. ფედერაციასთან აქცია დღეს განახლდა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.

სპორტსმენები უნდობლობას უცხადებენ ძიუდოს ფედერაციაში არსებული ვითარების შესასწავლად შექმნილ კომისიასაც. სპორტსმენების განცხადებით, ვარჯიშს მანამდე არ განაახლებენ, სანამ დავით ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.