რატომ დასჭირდა მსოფლიოს 50 წელიწადი, ადამიანის ჯანმრთელობაზე თამბაქოს მომკვდინებელი გავლენის აღიარებისთვის?
რით შეიძლება ავხსნათ, რომ პლანეტის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა, რომ კაცობრიობის აქტივობები არანაირ გავლენას არ ახდენს კლიმატურ ცვლილებებზე?
ნეონიკოტინოიდის პესტიციდები, რომელიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება არის თუ არა პასუხისმგებელი ფუტკრების მასობრივ განადგურებაზე?
ინდუსტრია, მსოფლიოს უდიდესი მულტინაციონალური კომპანიების მიერ დაფინანსებული ფსევდომეცნიერული კვლევები, მედია, გავლენიანი პოლიტიკური წრეები, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია.
შეთქმულების თეორიები და მასობრივი უმეცრების გამიზნული ფაბრიკაცია, ერთ-ერთი მთავარი და საშიში პრობლემაა დღევანდელ მსოფლიოში.
პასკალ ვასლენისა და ფრანკ კუვეიეს დოკუმენტური ფილმი „უმეცრების ფაბრიკა“, პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“, სტუმარი: ფსიქოანალიტიკოსი გიგა მამინაშვილი