#დოსიე „უკვალო წამება. ამერიკული გამოგონება“

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცივი ომის გარიჟრაჟზე ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურები უკიდურესად შეაშფოთა საბჭოთა, თეატრალიზებულ საჯარო სასამართლოებზე, განსასჯელთა სრულიად აბსურდულმა ჩვენებებმა. გაჩნდა რეალური ვარაუდი, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (КГБ) სასურველი აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად, ადამიანის ტვინის გამორეცხვის აქამდე უცნობ ტექნოლოგიას ფლობს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამერიკისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას.

40-ანი წლების ბოლოდან, წამების უსისხლო, უკონტაქტო მეთოდების დასამუშავებლად, შეერთებულმა შტატებმა სპეციალური კვლევითი პროგრამა გახსნა და მასში ცნობილი მეცნიერები, ექიმები და ფსიქოლოგები ჩართო.

1963 წელს გამოიცა „დაკითხვის სახელმძღვანელო“, კოდური სახელწოდებით „კუბარკი“, რომელშიც წამების სხვადასხვა მეთოდები შედიოდა.

ობრი ედლერის დოკუმენტური ფილმი – „უკვალო წამება. ამერიკული გამოგონება“, პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

დოსიე