#დოსიე ტრილოგია „ნარკოტრეფიკინგი“ - მეორე ეპიზოდი: „ბარონების დრო“ / მესამე ეპიზოდი: „დაკარგული ტერიტორიები“
ოპიუმი, ჰეროინი, კოკაინი – სამი, ისეთივე მძიმე წონის პროდუქტი მსოფლიო ეკონომიკაში, როგორც ნავთობი და ტექსტილი.
ორი საუკუნის განმავლობაში განადგურებული მილიონობით სიცოცხლე – ოპიუმის ომები, მაფია, ლაკი ლუჩანო, ჰიპების ეპოქა, ნარკობარონები, ესკობარი, ელ ჩაპო.
ავღანეთის მთები, უოლ სთრითი, ბანკები, ფარმაცევტული კომპანიები, საიდუმლო სამსახურები – დიდი სახელმწიფოების ხელში, ნარკოტრეფიკი თავიდანვე გეოპოლიტიკური თამაშებისა და მანიპულაციის ინსტრუმენტად იქცა.
ჟული ლერასა და კრისტოფ ბუკეს დოკუმენტური ტრილოგია „ნარკოტრეფიკინგი“ – მეორე ეპიზოდი: „ბარონების დრო“, მესამე ეპიზოდი: „დაკარგული ტერიტორიები“ – პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“
ტრილოგიის პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე:
დოსიე