#დოსიე „ტრამპი FBI-ს პირისპირ“

დონალდ ტრამპი. ზეწარმატებული ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. ყველაზე ეპატაჟური და სკანდალური პრეზიდენტი შეერთებული შტატების ისტორიაში.

რა არგუმენტები ჰქონდათ მის ოპონენტებს 2020 წლის არჩევნების დროს, როდესაც მისი წარსულის საეჭვო და ბუნდოვან ეპიზოდებს პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით იყენებდნენ?

რამდენად საფუძვლიანია, იტალიურ და რუსულ მაფიასთან, ასევე რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან მისი საქმიანი კავშირების შესახებ ეჭვი, რასაც ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო 70-ანი წლების დასაწყისიდან იკვლევდა და რატომ არ დადგა აქამდე მისი პასუხისმგებლობის საკითხი?

FBI-ს აგენტები, რომლებიც ბიზნესმენ დონალდ ტრამპის დოსიეზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ – დევიდ ქარ ბრაუნის დოკუმენტურ ფილმში „ტრამპი FBI-ს პირისპირ“ პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

დოსიე