#დოსიე „სამყარო მოდის მიხედვით. ინდოეთი, ახალი ძალა“

მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს, პლანეტის მეორე ყველაზე მრავალრიცხოვან არმიას ჩინეთის შემდეგ. დემოგრაფიული გიგანტი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით მალე ჩინეთს გაასწრებს და ექსპერტთა გათვლებით 1929 წელს მსოფლიოს მესამე ეკონომიკა გახდება.

თავისი ისტორიის მანძილზე, ინდოეთი არასდროს ყოფილა ასე განებივრეული დასავლური სუპერსახელმწიფოების ყურადღებით, არასდროს ყოფილა წარმოდგენილი საერთაშორისო სცენაზე ისე აქტიურად, როგორც დღეს.

სულ რამდენიმე წელიწადში ინდოეთი მსოფლიო გეოპოლიტიკის უმნიშვნელოვანეს გლობალურ მოთამაშედ იქცა.

განდისა და ნერუს დინასტიების 60-წლიანი მმართველობის შემდეგ, 2014 წელს ქვეყნის სათავეში მოულოდნელად ხალხიდან გამოსული ნარენდრა მოდი აღმოჩნდა, ნიჭიერი ქარიზმატული და უზომოდ პოპულარული ლიდერი, რომელიც ვირტუოზულად ფლობს პოპულიზმსა და ეკონომიკურ მოდერნიზმს შორის მანევრების ხელოვნებას. ის დღეს ერთ-ერთი გამოუცნობი და ძლიერი ფიგურაა მსოფლიოში.

სოფი ლეპოს დოკუმენტური ფილმი „სამყარო მოდის მიხედვით. ინდოეთი, ახალი ძალა“ – პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

სტუმარი – მაია ბარქაია, აღმოსავლეთმცოდნე, ინდოლოგი

დოსიე