#დოსიე „მოქალაქე ჯეინი. ფონდას ამერიკა“

ჯეინ ფონდა – ჰოლივუდის ყველაზე კონტრვერსიული მეგავარსკვლავი, სექსსიმბოლო, ანგაჟირებული პაციფისტი, ვიეტნამის ომის, ბირთვული შეიარაღების, ქალთა დისკრიმინაციის, სოციალური უსამართლობისა და კლიმატური ცვლილებებისადმი პოლიტიკოსთა გულგრილობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალი.

ჰენრი ფონდას მიერ შექმნილი ვარსკვლავური დინასტიის უძღები შვილის ტრანსფორმაცია ჰოლივუდური თოჯინადან 60-70 წლების კონტრკულტურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმბოლოდ, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პროტესტანტად ვარსკვლავური კინოს ისტორიაში.

ფლორანს პლატარეტსის დოკუმენტური ფილმი „მოქალაქე ჯეინი. ფონდას ამერიკა“ პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

დოსიე