#დოსიე „კაპიტალიზმი“ - პირველი და მეორე ეპიზოდები - „ადამ სმიტი, თავისუფალი ბაზრის საწყისებთან“ და „ერთა სიმდიდრე. ახალი აღთქმა“
  • კაპიტალიზმი, ეკონომიკური სისტემა, რომელიც თავისი ორი ძირითადი მახასიათებლით – კერძო საკუთრებისა და წარმოების საშუალებების დინამიკით – სოციალურ კლასებს წარმოშობს და საზოგადოების სოციალურ სურათს ქმნის.
  • როდის დაიბადა და რა არის კაპიტალიზმი?
  • ჩვენი საზოგადოების ბუნებრივი ევოლუციის, თუ პოლიტიკური თეორიების შედეგი, რომელზეც მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, ბევრი ისეთი დიდი მოაზროვნე მუშაობდა, როგორც ადამ სმიტი, დავიდ რიკარდო, კარლ მარქსი, ჰაიეტი, კეინი, პოლანი
  • კაპიტალიზმის ისტორია, ევროპელების მიერ ამერიკის აღმოჩენიდან დღემდე, ილან ზივის ექვსნაწილიან დოკუმენტურ მინი-სერიალში – „კაპიტალიზმი“.

პირველი და მეორე ეპიზოდები – „ადამ სმიტი, თავისუფალი ბაზრის საწყისებთან“  და „ერთა სიმდიდრე. ახალი აღთქმა“ – პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

სტუმარი – ფინანსისტი, ავთო გიგინეიშვილი.

 

მინისერიალის ნაწილები:

#დოსიე „კაპიტალიზმი“ – მესამე და მეოთხე ეპიზოდები – „რიკარდო და მალთუს, თქვენ „თავისუფლება“ თქვით?“ და „და თუ მარქსი მართალი იყო?“ 

დოკუმენტური მინისერიალი „კაპიტალიზმის“ ბოლო, მე-5 და მე-6 ეპიზოდები – „კეინზი და ჰაიეკი. მოჩვენებითი ბრძოლა?“ და „კარლ პოლანი. ადამიანური ფაქტორი“

დოსიე