#დოსიე „კადიროვი, ჩეჩნეთის დიქტატორი“

2006 წლიდან, ორი გამანადგურებელი, გენოციდური ომის შემდეგ, როდესაც რუსეთის ახალმა „ცარმა“ პუტინმა, სპორტულ კოსტიუმში გამოწყობილი უბრალო, დაბნეული და მორცხვი ბიჭი ჩეჩნეთის მონარქად დანიშნა, ჩრდილოეთ კავკასიის ამ ისტორიულად დაუმორჩლებელ, უკიდურესად მეამბოხე რეგიონში მშვიდობის და აღმშენებლობის ხანა დაიწყო.

როგორ მოახერხა რამზან კადიროვმა რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი ფედერაციის ყველაზე მეამბოხე რეგიონში, ჩეჩნეთის მეორე, უსასტიკესი და გამანადგურებელი ომის შემოქმედი ტირანის, პუტინის კულტის შექმნა და ნებისმიერი ოპოზიციური აზრის ნულამდე დაყვანა თავის სამშობლოში?

ვინ არის რუსეთის არაორდინალური მეფისნაცვალი ჩეჩნეთში, რომელმაც სულ რამდენიმე წელიწადში შეძლო მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი სახე გამხდარიყო?

რამზან კადიროვის პორტრეტი – კარლ ზეროსა და დეზი ერატას დოკუმენტური ფილმი „კადიროვი, ჩეჩნეთის დიქტატორი“, პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“
სტუმარი: მამუკა არეშიძე, პოლიტოლოგი

დოსიე