დონალდ ტრამპმა ისაუბრა ასევე პანამის არხსა და გრენლანდიაზე, აშშ-ის მიერ კონტროლის დამყარების გეგმაზე. მისი განცხადებით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის და არ გამორიცხა სამხედრო ძალების გამოყენებაც. ტრამპის განმარტებით, პანამის არხი და გრენლანდია აშშ-ს ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ესაჭიროება.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ გრენლანდია მნიშვნელოვნია ჩინური და რუსული გემების გადაადგილების მონიტორინგისთვის. რაც შეეხება პანამის არხს, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ არხის ოპერირებას ახლა ჩინეთი ახდენს. მანამდე ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პანამა დამატებით გადასახადებს უწესებს აშშ-ის გემებს ამ არხით სარგებლობისთვის.
ფლორიდაში გამართულ ამავე პრესკონფერენციაზე ტრამპმა ისაუბრა კანადაზეც, კითხვაზე შეეცდება თუ არა ის კანადის ანექსიას, ტრამპმა უპასუხა, რომ ამისთვის ეკონომიკურ ძალას გამოიყენებს. მან კანადასა და აშშ-ს შორის საზღვარს ხელოვნური უწოდა. ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აშშ-ისა და კანადის ტერიტორია აშშ-ის ეროვნული დროშით არის დაფარული.
დონალდ ტრამპის განცხადება