რუსეთის მიერ კონსტანტინოვკაზე იერიშს ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ჯოზეფ ბორელი წერს, რომ ევროკავშირი ამ და სხვა სამხედრო მოქმედებებზე რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს ხედავს. ბორელის განცხადებით, უკრაინას ახლა კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ქალაქები, მოქალაქეები და ინფრასტრუქტურა.
შეგახსენებთ, რუსეთმა დონეცკის ოლქზე იერიში გუშინ მიიტანა. შედეგად დაღუპულია 14 და დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის, სავარაუდოდ, არიან ბავშვებიც. დარტყმის შედეგად დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილები.