უკრაინაში ომის დასრულების გზებს მსოფლიო ლიდერები ერთ მაგიდასთან ეძებენ.
კუნძულ ბალიზე მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის მთავარი თემა რუსეთის აგრესიული მოქმედებებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი G 20-ის მონაწილეებს საომარი მოქმედებების შესაწყვეტად რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს. სამიტზე შეკრებილებს ვირტუალურად მიმართა და მშვიდობის დამყარების 10-პუნქტიანი გეგმა გააცნო უკრაინის პრეზიდენტმა. გეგმა სხვა საკითხებთან ერთად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსეთის ძალების გაყვანას და ბირთვულ უსაფრთხოებასაც გულისხმობს. რუსეთის მისამართით მწვავე განცხადებებს ვლადიმერ პუტინის ნაცვლად სერგეი ლავროვი ისმენს, რომელიც კიევის მიერ დასახელებულ პირობებს არარეალისტურად აცხადებს. ახლა საინტერესოა, რა ჩაიწერება დეკლარაციაში, რომელიც ხვალ უნდა მიიღონ. ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთის ქვეყნებს დეკლარაციის ტექსტის პოლიტიზირების მცდელობაში ადანაშაულებს. ლავროვმა ბალი დროზე ადრე დატოვა.