დღეიდან დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილებაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა – 26-დღიანი პაუზის შემდეგ, თბილისში შემოსვლა დაუბრკოლებლად არის შესაძლებელი. ერთი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად მოიხსნება საკონტროლო პუნქტები რუსთავში და გარდაბანშიც.
ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქმედებს. ანტიკრიზისული გეგმა საქართველოს ხელისუფლებამ 24 აპრილს წარადგინა. მთავრობის სტრატეგიის მიხედვით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ექვს ეტაპად უნდა განხორციელდეს.