დავით ზალკალიანის ვაშინგტონში ვიზიტი

„საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ურყევი მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის აღიარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებით„, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ვაშინგტონში,  ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჯო სალივანთან შეხვედრის შეფასებისას.

მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის ახალ გეგმებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს და კიდევ ერთხელ დადასტურდა ორივე მხარის მზაობა მომავალში კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით.