დავით უსუფაშვილი მთავრობას სამოქმედო გეგმას სთავაზობს

დავით უსუფაშვილი მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმას სთავაზობს.

შენების მოძრაობის ლიდერი მმართველ გუნდს სამი რეკომენდაციით მიმართავს. დავით უსუფაშვილის განცხადებით,  პრემიერ-მინისტრობა ბიძინა ივანიშვილმა უნდა იტვირთოს, ასევე,  მისი შეფასებით,  მნიშვნელოვანია,  სუსი ჩამოშორდეს პოლიტიკურ პროცესებს და უახლოეს მომავალში არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.  უსუფაშვილის განცხადებით,  ეს სამი ფორმულა ქვეყანას მომავალ არჩევნებამდე დანაკარგებისა და რევოლუციის გარეშე მიიყვანს.