დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა იქნებ ახლა მაინც სწორად შეაფასოს რა ხდება ქვეყანაში და  აიღოს პასუხისმგებლობა, უხელმძღვანელოს მთავრობას
დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა იქნებ ახლა მაინც სწორად შეაფასოს რა ხდება ქვეყანაში და  აიღოს პასუხისმგებლობა, უხელმძღვანელოს მთავრობას

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალი იყო.

უსუფაშვილის თქმით, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივნიშვილმა უნდა აიღოს.

„მგონია, რომ გარდაუვალი იყო რამე ამდაგვარი. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე როგორი იქნება. კრიზისი მომწიფდა, კრიზისი განვითარდა, მთავრობა გადადგა, ახლა რა? მე მაქვს ერთი რჩევა ასეთ შემთხვევაში „ქართულ ოცნების“ ლიდერის, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისადმი, რომ ახლა მაინც იქნებ სწორად შეაფასოს რა ხდება ქვეყანაში და გადადგას ის ნაბიჯი, რაც მას შეუძლია გადადგას და ეს მგონი ერთადერთი სწორი ნაბიჯია – აიღოს პასუხისმგებლობა ყველაფერზე. პოლიტიკურ პარტიის ლიდერი, როდესაც არ არის პრემიერ-მინისტრი, მაშინ ჩვენ ვიღებთ იმ ტიპის ვითარებებს, რაც მივიღეთ 2015 წლის ბოლოს წინა პრემიერთან დაკავშირებით, მივიღეთ დღესაც.

პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ღიად და რეალურად უნდა უხელმძღვანელოს მთავრობას, აიღოს პასუხისმგებლობა. ამ გზით ქვეყანა შესაძლებელია მივიდეს ნაკლებ დანაკარგებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და იქ უკვე სხვა თემები და საკითხებია გადასაწყვეტი. სხვა პრემიერის დანიშვით საკითხების დროებით გადაგორებით, პარტიის თავმჯდომარის მიერ ქვეყნის მართვის გაგრძელება ვინმე პრემიერის მეშვეობით, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.

„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.