„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ერევანში, ოფიციალური ვიზიტის დროს, სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს და სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ტიგრან ხაჩატრიანს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ საქმიანი საუბრები გამართეს. ძირითადი საკითხები ეხებოდა საქართველო-სომხეთის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების გაღრმავებას.