ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, 14 საათისთვის, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობა 26,82 პროცენტს შეადგენდა. დაფიქსირდა საარჩევნო უბანზე იარაღით შესვლის ფაქტიც, რაზეც სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ბლოკ „მაქვს პატივის“ ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა. მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსმა, გარეგინ მეორემაც. არჩევნებში საკუთარი პოზიცია დილიდან დააფიქსირეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშნიანმა; ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, რობერტ ქოჩარიანმა.

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 21 პარტია და ოთხი ბლოკი იღებს მონაწილეობას. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს ხუთი, ხოლო ბლოკებს შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

მოამბე

დატოვე კომენტარი