კიდევ ერთი ჩვენება დავით გარეჯის საქმეზე – გამომძიებლების კითხვებს ამჯერად ყოფილმა დეპუტატმა უპასუხა. ძიების ინტერესის საგანი გახდა დავით დარჩიაშვილის ცხრა წლის წინანდელი განცხადება, სადაც ყოფილი კანონმდებელი ამტკიცებდა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარი თხემზე გადიოდა და სამონასტრო კომპლექსის ორი პროცენტი აზერბაიჯანის მხარეს ექცეოდა.
ხვალ პროკურატურაში კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატია დაბარებული. დიმიტრი ლორთქიფანიძე ორ ქვეყანას შორის საზღვრების დასადგენად საჭირო მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალების განადგურებაზე აპირებს საუბარს. პარლამენტის ყოფილი წევრი ამ მასალების გაქრობაზე პასუხისმგებლობას თავდაცვის ყოფილ მინისტრს აკისრებს.