დავით გარეჯის გახმაურებულ საქმეს დღეს კიდევ ერთი ჩვენება დაემატა. გამომძიებლების კითხვებს ამჯერად ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გელა ბეჟუაშვილმა უპასუხა. ის საგარეო უწყებას სწორედ იმ წლებში ხელმძღვანელობდა, როცა დღევანდელი გამოძიებისთვის სადავო სასაზღვრო შეთანხმება შედგა.
ყოფილი მინისტრი საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და მათ სანდოობაში ეჭვი არ ეპარება.