დავით ალადაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მსმენელს საშუალება ჰქონდა, ქართულ კლასიკურ მუსიკასთან ერთად, თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებაც მოესმინათ.
პიანისტი სცენაზე სიმებიან კვარტეტთან და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგა. საღამოზე მუსიკოსებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილ ქართველ რეჟისორ გია დანელიას.