სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პირი კლინიკაშია. ისინი მრავლობითი დაზიანებებით დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ. ექიმის ინფორმაციით, ერთი რეანიმაციაში, ორი კი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.