შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა კოვიდის მართვის პროცესში ჩართულ კლინიკებში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კლინიკის თანამშრომლებისთვის გამოყოფილ საათობრივ ანაზღაურებას, რომელსაც დასკვნის მიხედვით, კლინიკების უმრავლესობა არ გასცემდა. კლინიკების ნაწილმა დარღვევა ინსპექტირების შემდეგ აღმოფხვრა, თუმცა განმეორებითი შემოწმების შედეგად, 14 კოვიდკლინიკას ამ დრომდე უფიქსირდება თანამშრომლებისთვის დანამატების ანაზღაურების ვალდებულება. მათ შრომის ინსპექციამ ფულადი ჯარიმა დააკისრა. საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა იმ კლინიკების ჩამონათვალი, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ.
თამუნა ნადარეიშვილი ჩაგვერთვება თემის დეტალებით.