პირი, რომელმაც გორში, შინდისის გმირთა მემორიალი დაარბია, იდენტიფიცირებულია. არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველების ცნობით, დაზიანებულია ოთხი მემორიალური ქვა.
გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა აღსადგენი სამუშაოები უკვე დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.