გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტით გადაღებული ფოტომასალა მიაწოდა, ამ წუთებში იკითხება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. საქალაქო სასამართლოში გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებული სატელიტის ფოტოების ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია. ფურცხვანიძე ფოტომასალების წყაროს დასახელებაზე უარს აცხადებდა.

ხათუნა გაგნიძეა პირდაპირ ეთერში – აპირებს თუ არა დავით ფურცხვანიძე ამჯერად წყაროს დასახელებას.