გამოფენა ეროვნულ არქივში

საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრების ცხოვრება და მათი მოღვაწეობა – ეროვნულმა არქივმა ისტორიული ექსპონატები, ფოტომასალა და კერძო კოლექციებში დაცული მემორიალური ნივთები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოადგინა. ექსპოზიცია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორიას და ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ხანგრძლივ პერიოდს ასახავს. გამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.