დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ბაქრაძეს დაუპირისპირდა.

კამათი რუსთაველის თეატრში მომხდარ ფაქტს მოჰყვა. პაპუაშვილი რუსთაველის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელის, ირინა ყიასაშვილის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის მიმართ კრიმინალური ფაქტი მოხდა და მასზე რეაგირება კულტურის სამინისტროს უნდა მოეხდინა.  დეპუტატი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ყიასაშვილმა დაწერა, რომ მას რუსთაველის თეატრის კომერციული დირექტორი, გია თევზაძე ცარიელ ბლანკზე ხელის მოწერას აიძულებდა. თავის მხრივ, გიორგი ბაქრაძე აღნიშნავს, რომ პაპუაშვილთან აღნიშნულ საკითხზე არაერთხელ ისაუბრა, ფაქტზე შიდა მოკვლევა ჩატარდა და აუდიტის  დასკვნაც არსებობს და თუ  ადგილი სისხლის სამართლის ფაქტს ექნებოდა, საქმე შესაბამის უწყებაში გადაიგზავნებოდა.

დატოვე კომენტარი